- რომის პაპი მწვავე კრიტიკით გამოეხმაურა ვატიკანის ადმინისტრაციის მაღალი ეშელონების ზოგიერთ წარმომადგენელს.
- პაპმა ილაპარაკა „ნდობის მოღალატეებზე“, რომლებსაც რეფორმების გატარება ევალებოდათ, მაგრამ ისინი „ამბიციამ და პატივმოყვარეობამ“ გარყვნა.
- კრიტიკასთან ერთად, ფრანცისკემ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციის წევრთა უდიდესი უმრავლესობა რწმენით სავსე და კომპეტენტური პირები არიან.