Accessibility links

სალომე ზურაბიშვილი: „თავშეკავება პოზიციაა, დარბაზიდან გასვლა საკუთარი პოზიციის გამოხატვის შიშს ავლენს“


სალომე ზურაბიშვილი

„თავშეკავება პოზიციაა, დარბაზიდან გასვლა კი საკუთარი პოზიციის გამოხატვის შიშს ავლენს, ასეთი ქცევა არ გვეკადრება ქვეყანას“, - ასე ეხმაურება პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით, თურქეთის ინიციატივით წარდგენილ რეზოლუციაზე საქართველოს გადაწყვეტილებას: „სასაცილო ის არის, რომ ერთნაირად მიუძღვნა მადლობა ამერიკის ელჩმა თავშეკავებულებს და დარბაზიდან გასულებს... ანუ, არც არაფერი დაშავდებოდა“, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. 21 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სხდომაზე 128 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელიც აშშ-ს მოუწოდებს, უკან წაიღოს გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისა და საელჩოს იერუსალიმში გადატანის თაობაზე. კენჭისყრისას საქართველოს დელეგაცია დარბაზში არ იმყოფებოდა.

XS
SM
MD
LG