Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მწერალთა სახლში გაიმართება ქართველი მწერლების, გამომცემლებისა და მთარგმნელების პრესკონფერენცია


ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა

22 დეკემბერს საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართება ქართველი მწერლების, გამომცემლებისა და მთარგმნელების პრესკონფერენცია, სადაც ისინი ისაუბრებენ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრ, მიხეილ გიორგაძესთან გამართული შეხვედრის შედეგებზე. როგორც საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენა საფრთხის ქვეშ დადგა, მას შემდეგ, რაც ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა და ამ პროექტის ხელმძღვანელმა მედეა მეტრეველმა, გათავისუფლების მოთხოვნით კულტურისა და სპორტის მინისტრის სახელზე განცხადება დაწერა. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მედეა მეტრეველთან ერთად პროექტს ტოვებს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მთელი გუნდი, რომელიც წლების განმავლობაში ახორციელებდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან დაკავშირებულ მოსამზადებელ სამუშაოებს. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამდე მხოლოდ 10 თვეა რჩება. მიხეილ გიორგაძესთან გამართული შეხვედრის მიზანი იმ რისკებისა და საფრთხეების ჩვენებაა, რომელიც ამ ცვლილებებს შეიძლება მოჰყვეს.

XS
SM
MD
LG