Accessibility links

3 იანვრისთვის გადაიდო მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი


მიხეილ სააკაშვილი

3 იანვრისთვის გადაიდო უკრაინის სააპელაციო სასამართლოში, უკრაინის გენერალური პროკურატურის საჩივრის განხილვა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება მიიღო კიევის სააპელაციო სასამართლომ. როგორც სასამართლოში განმარტეს, ამის მიზეზი ის არის, რომ მათ საქმის მასალები არ მიუღიათ: „მოსამართლეების მიმართ პრეტენზიები არ მაქვს. მათ მასალები არ გადასცეს. რატომ არ გადასცეს მასალები? იმიტომ რომ 3 იანვარს ყველა ისვენებს, სძინავს. მსოფლიო არ აკვირდება მოვლენებს. ისინი ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, როგორიც უნდათ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

XS
SM
MD
LG