Accessibility links

ლაშა ტალახაძეს მიენიჭა 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული


ლაშა ტალახაძე

2017 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული მიენიჭა ოლიმპიელ ლაშა ტალახაძეს. დაჯილდოების ცერემონია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიაზე გაიმართა: „ფედერაციისთვის და ჩემთვისაც საკმაოდ კარგი წელი იყო. ფედერაციაში წელს უამრავი მოგება დაფიქსირდა და უამრავი გამარჯვება მოიპოვა საქართველომ. დღეს ეს შრომა დაგვიფასა ოლიმპიურმა კომიტეტმა, რაც არის სასიხარულო მომენტი და ეს უფრო მეტ სტიმულს მაძლევს მომავალი წარმატებებისთვის“, - განაცხადა ლაშა ტალახაძემ. დეკემბრის დასაწყისში, ამერიკაში, ქალაქ ანაჰაიმში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა და მსოფლიოს ორი რეკორდი დაამყარა. რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მძიმეწონოსანმა ქართველმა ძალოსანმა, ორჭიდის ჯამში 477 კილოგრამი დააგროვა და ახალი მსოფლიო რეკორდი დააფიქსირა.

XS
SM
MD
LG