Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სამოქალაქო ინიციატივის პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა ქსენია სობჩაკი


რუსეთის სამოქალაქო ინიციატივის პარტიამ ოფიციალურად დაასახელა ქსენია სობჩაკი, ჟურნალისტი და ტელეპერსონა, თავის კანდიდატად მომავალ წელს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომლის შედეგადაც, ფართოდ გავრცელებული ვარაუდით, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კიდევ ექვსი წლით დარჩება თანამდებობაზე. გადაწყვეტილება პარტიის ყრილობამ 23 დეკემბერს მიიღო. ქსენია სობჩაკის მამა აწ გარდაცვლილი ანატოლი სობჩაკი იყო - 1990-იან წლებში სანკტ-პეტერბურგის მერი და პუტინის მასწავლებელი. 36 წლის ქსენია სობჩაკი მონაწილეობდა რეალიტი-შოუებში, მისი ფოტო გამოსახული იყო ჟურნალ "პლეიბოის" რუსულენოვანი გამოცემის ყდაზე. სობჩაკმა, რომელსაც, ტელეკარიერის კამო, ზოგჯერ რუს პარის ჰილტონს უწოდებენ, განაცხადა, რომ სურს მისი ქვეყნის "ღრმად არატოლერანტული" საზოგადოება და პოლიტიკური სისტემა უფრო ღია და დემოკრატიული გახადოს. ქსენია სობჩაკის კრიტიკოსები - მათ შორის ლიბერალური ოპოზიციის წარმომადგენელი პარტია "იაბლოკოს" ლიდერი, გრიგორი იავლინსკი - აცხადებენ, რომ მისი კამპანია კრემლს აძლევს ხელს, რადგან ბიულეტენზე კიდევ ერთი ცნობილი პერსონის სახელის დატანით დემოკრატიული პროცესის ილუზია იქმნება.

XS
SM
MD
LG