Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთის ლიდერი სოციალურ მედიას ადანაშაულებს აშშ-ის მხრიდან ზეწოლის მორჩილებაში


ჩეჩნეთის კრემლის მიერ მხარდაჭერილი ლიდერი, რამზან კადიროვი, სოციალური მედიის ქსელებს ბრალს სდებს, რომ ისინი ვაშინგტონიდან მომდინარე ზეწოლას ემორჩილებიან, მისი რუსულენოვანი გვერდების დახურვით - მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მას ფინანსური და სამოგზაურო სანქციები დაუწესა. კადიროვის თქმით, მან 23 დეკემბერს აღმოაჩინა, რომ მისი რუსულენოვანი გვერდები აღარ მუშაობს ინსტაგრამზე და ფეისბუკზე, და რომ მან ინსტაგრამიდან პასუხი ვერ მიიღო, მიუხედავად დახმარების თხოვნის გაგზავნისა. კადიროვის ინგლისურენოვანი ინსტაგრამის გვერდი განაგრძობს ფუნქციონირებას. კადიროვმა სოციალური მედიის კიდევ ერთ ქსელში, ტელეგრამში გავრცელებულ მესიჯში უცნაური უწოდა ინსტაგრამის ამ ნაბიჯს - მაშინ, როცა, მისი თქმით, ინსტაგრამს თავი დამოუკიდებელ კომპანიად მოაქვს. სოციალური ქსელების და აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებს ჯერ არ უთქვამთ, ოფიციალურად დაიბლოკა თუ არა კადიროვის გვერდები. უფლებადამცველები კადიროვს ადანაშაულებენ ჩეჩნეთზე კონტროლისთვის ძალადობის და მუქარის გამოყენებაში. რამზან კადიროვი პუტინმა 2007 წელს დანიშნა რეგიონის მმართველად. პოსტსაბჭოთა პერიოდში ჩეჩნეთში ორი სეპარატისტული ომი იყო, და წლების განმავლობაში მიმდინარეობდა ამბოხება და ძალადობა.

XS
SM
MD
LG