Accessibility links

პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია ჩატარდა


პანკისის ხეობა

სპეცოპერაცია ჩატარდა პანკისის ხეობის სოფლებში, ომალოსა და დუისში. პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ომალოსა და დუისში დააკავეს სამი პირი. სათემო რადიოს ცნობითვე, დუისში დაიჭრა 19 წლის ახალგაზრდა, რომელიც თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის ჩატარება უკავშირდება თბილისში, 21-22 ნოემბრის კონტრტერორისტულ ოპერაციას ახმედ ჩატაევის ჯგუფის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG