Accessibility links

რუსეთი სირიაში ქმნის მუდმივ სამხედრო დაჯგუფებას


რუსული ავიამზიდი "კუზნეცოვი" ტარტუსის პორტში

რუსეთის ფედერაციის საბჭოს მიერ რატიფიცირებულია რუსეთ-სირიის შეთანხმება, ქალაქ ტარტუსში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ. ფედერაციის საბჭოს მიერ 26 დეკემბერს მხარდაჭერილი დოკუმენტის თანახმად, შეთანხმების რეალიზაცია შეესაბამება რუსეთის ინტერესებს და ხელს შეუწყობს რეგიონში რუსეთის გრძელვადიან სამხედრო ყოფნას და უსაფრთხოების უზრუნველყოფას. სირიასა და რუსეთს შორის 2017 წლის იანვარში გაფორმებული შეთანხმებით, მოსკოვს უფლება აქვს ხმელთაშუა ზღვაში მდებარე ტარტუსის პორტის რაიონში გააფართოვოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პუნქტი და განათავსოს ერთდროულად 11 გემი. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ 26 დეკემბერს განაცხადა, რომ სირიის ქალაქ ტარტუსსა და ხმეიმიმის საავიაციო ბაზაზე დაწყებულია რუსეთის მუდმივი სამხედრო დაჯგუფების ფორმირება. შოიგუს ინფორმაციით, უმაღლესმა მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა პუტინმა გასულ კვირაში დაამტკიცა დაჯგუფების სტრუქტურა და საშტატო ნუსხა. პრეზიდენტ ბაშარ ასადის ხელისუფლების მხარდასაჭერად, რუსეთმა სირიაში სამხედრო ძალები 2015 წლის შემოდგომაზე შეიყვანა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG