Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი და ავღანეთი თალიბანს მოუწოდებენ, ჩაერთოს სამშვიდობო მოლაპარაკებაში


პაკისტანის და ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი მოწოდება თალიბანისადმი, შეუერთდეს სამშვიდობო მოლაპარაკებას, რომელსაც ჩინეთმა გაუკეთა ორგანიზება, რათა ქაბულსა და ისლამაბადს შორის ურთიერთობა გამოსწორდეს. ერთობლივი მოწოდების ტექსტი გამოქვეყნდა მას მერე, რაც პეკინში, 26 დეკემბერს, ერთმანეთს შეხვდნენ პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხავაია მუჰამად ასიფი, ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, სალაჰუდინ რაბანი და მათი მასპინძელი, ჩინელი კოლეგა, ვან ი. სამი მინისტრის დოკუმენტში მოწოდებაა გამოთქმული ფართო და მრავლისმომცველ მშვიდობისა და შერიგების პროცესისკენ. მინისტრები, ამასთან, მზად არიან ითანამშრომლონ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და არ დაუშვებენ, რომ რომელიმე სახელმწიფო, ორგანიზაცია, ან კერძო პირი, იყენებდეს თავის ტერიტორიას სხვა ქვეყნის წინააღმდეგ ტერორისტული ქმედებისთვის. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, პეკინის შეხვედრა 26 დეკემბერს იყო პირველი ამგვარი მოლაპარაკება მას მერე, რაც სამი ქვეყანა შეთანხმდა ივნისში, შეექმნათ „სამმხრივი დიალოგის მექანიზმი“.

XS
SM
MD
LG