Accessibility links

დასრულდა სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტი თბილისში


26 დეკემბერს, შუადღისას, დასრულდა სომხეთის პრეზიდენტის
სერჟ სარგსიანის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც, მხარეებმა ძირითადად ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 26 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირადად უმასპინძლა სარგსიანს. მთავრობის მეთაურმა სომხეთის პრეზიდენტს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა, მომავალი ახალი წელი მიულოცა და ორი ქვეყნის მრავალწლიანი კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარების დადებით დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება. საქართველოს პრემიერ-მინისტრს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა სომხეთის პრეზიდენტმა და ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების რწმენა გამოთქვა. მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე, ასევე - საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალურ ვიზიტზე სომხეთის რესპუბლიკაში, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება.

XS
SM
MD
LG