Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანკისის ხეობის უხუცესები და უფლებადამცველები 26 დეკემბრის სპეცოპერაციაზე იმსჯელებენ


პანკისის ხეობა
პანკისის ხეობა

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო, სოფელ დუისში გაიმართება უხუცესთა საბჭოს შეკრება. სოფლის გამგეობასთან შეკრებისკენ ხეობის მცხოვრებთ მოუწოდა სალაფიტური თემის იმამმა, ბექხან ფარეულიძემაც. „განვიხილავთ ყველა იმ საკითხს, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ხეობის კეთილდღეობისთვის“ - ნათქვამია იმამის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პანკისის სათემო რადიოს ოფისში დაგეგმილია უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრაც. 26 დეკემბერს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების კონტრტერორისტული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა პანკისის ხეობასა და თბილისში დააკავეს 5 პირი, რომლებსაც ბრალად ედება 21-22 ნოემბერს, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებული, ახმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების ხელშეწყობა. 26 დეკემბრის სპეცოპერაციისას სამართალდამცავებმა თავის არეში დაჭრეს სოფელ დუისის მკვიდრი, თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ხელყუმბარის აფეთქება სცადა. ამ ინფორმაციას უარყოფენ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები, რომლებიც სამართალდამცავებს ადანაშაულებენ ძალის გადამეტებაში. 26 დეკემბერს, თემირლან მაჩალიკაშვილს თელავის საავადმყოფოში ოპერაცია გაუკეთეს და მისი მდგომარეობა მძიმეა.

XS
SM
MD
LG