Accessibility links

მსხვერპლი მოჰყვა ნიუ-იორკში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს


სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა ნიუ-იორკის ბრონქსის რაიონში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ხუთსართულიანი სახლის მეორე სართულზე გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა. ნიუ-იორკის მერის, ბილ დე ბლაზიოს განცხადებით, მძიმედ დაშავდა 4 ადამიანი. ქალაქის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაიზრდება. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ცეცხლის ჩაქრობაში მონაწილეობდა 160-ზე მეტი მეხანძრე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG