Accessibility links

თბილისში დააკავეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს ეროვნული მუზეუმის ორი თანამშრომელი. „გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაპირდნენ ფერწერულ ნახატზე ყალბი დასკვნის გაცემას, თითქოს, აღნიშნული ნახატი იყო რიხარდ ზომერის ორიგინალი და სანაცვლოდ მოთხოვეს და გამოართვეს 7 000 აშშ დოლარი“ - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 29 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში. ამავე სამსახურის ინფორმაციით, ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს 27 დეკემბერს გამოართვეს თანხის ნაწილი, 1 000 აშშ დოლარი, 28 დეკემბერს კი გადასცეს დასკვნა, რომ ნახატი იყო რიხარდ ზომერის ორიგინალი და გამოართვეს ქრთამის დარჩენილი ნაწილი, 6 000 აშშ დოლარი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობითვე, ეროვნული მუზეუმის ორი თანამშრომელი თანხის აღებისას დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, რაც 7-დან 11 წლამდე პატიმრობით ისჯება. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG