Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის ინფორმაციით, თავდასხმა მოხდა სირიაში რუსეთის სამხედრო ბაზაზე


რუსული სუ-35 ჰმეიმიმის საავიაციო ბაზაზე
რუსული სუ-35 ჰმეიმიმის საავიაციო ბაზაზე

სირიაში მოქმედმა ერთ-ერთმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ ნაღმმტყორცნების გამოყენებით დაცხრილა ჰმეიმიმში მდებარე რუსული საავიაციო ბაზა - ამის შესახებ ორ სამხედრო-პოლიტიკურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება გაზეთი „კომერსანტი.“ მისი წყაროების ინფორმაციით, 31 დეკემბერს განხორციელებული იერიშის შედეგად დაშავდა ათზე მეტი რუსი სამხედრო და განადგურებულია სულ მცირე 7 საბრძოლო თვითმფრინავი. კერძოდ, სუ-24 ტიპის 4 ბომბდამშენი, სუ-35 ტიპის ორი ავიაგამანადგურებელი და ან-72 ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი. ინფორმაცია გაზეთ „ვედომოსტისაც“ დაუდასტურა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულმა წყარომ. თავად სამინისტროს ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. ამასთან, 3 იანვარს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 31 დეკემბერს, სირიაში ჩამოვარდა მი-24 ტიპის ვერტმფრენი, რომლის ორივე პილოტი დაიღუპა. სამინისტროს მტკიცებით, ვერტმფრენი ჩამოვარდა ტექნიკური მიზეზით და არა თავდასხმის შედეგად.

XS
SM
MD
LG