Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ტრამპმა დაშალა არჩევნების შესაძლო გაყალბების გამო შექმნილი კომისია


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააუქმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების შემსწავლელი კომისია, რომელიც თავად შექმნა 2017 წლის მაისში. რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების წევრებით დაკომპლექტებულ კომისიას ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი ხელმძღვანელობდა. 2016 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების კანდიდატმა, ჰილარი კლინტონმა რესპუბლიკელ დონალდ ტრამპზე სამი მილიონით მეტი ხმა მიიღო, თუმცა, ორსაფეხურიანი საარჩევნო სისტემის წყალობით, შტატების ამომრჩეველთა კოლეგიების უმრავლესობამ პრეზიდენტად ტრამპი აირჩია. დონალდ ტრამპი მიიჩნევდა, რომ სამიდან ხუთ მილიონამდე ადამიანმა ხმა უკანონოდ მისცა. თეთრი სახლის მიერ 3 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა კომისიის გაუქმება გადაწყვიტა, რადგან არსებითი მტკიცებულებების მიუხედავად, ბევრმა შტატმა უარი თქვა სპეციალური კომისიისთვის მიეწოდებინა შესაბამისი მონაცემები. კომისია შტატების ხელისუფალთაგან ითხოვდა კონფიდენციალურ ინფორმაციას, მათ შორის, ამომრჩეველთა დაბადების თარიღს და სოციალური დაზღვევის ნომერს. არაერთმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ კომისიის მიერ პირადი მონაცემების მოთხოვნა უკანონოდ შეაფასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლა.

XS
SM
MD
LG