Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში საპროტესტო გამოსვლების მეორე კვირა დაიწყო


ირანში ანტისამთავრობო გამოსვლების მეორე კვირა დაიწყო. თეირანი ამ დროს აშშ-ს ბრალად სდებს საშინაო საქმეებში ჩარევას მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, დემონსტრანტებს შესთავაზა მხარდაჭერა „როცა დრო მოვა“. მთავრობის მიერ სოციალური მედიის საშუალებების დაბლოკვის ფონზე, არ არის ცხადი, როგორი იყო ოთხი იანვრის გამოსვლების მასშტაბი გასულ ექვსი დღის გამოსვლებთან შედარებით. ანტისამთავრობო დემონსტრაციები, რომელთა დროს, სულ მცირე, 22 ადამიანი დაიხოცა და ცნობებით, ათასამდე დააკავეს, უდიდესი გამოწვევაა ირანის ხელისუფლებისთვის ბოლო, თითქმის ათ წელიწადში. თეირანიდან, ქაზერუნიდან, მალაიერიდან და ნოვშაჰრიდან გავრცელდა ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც ირანის ლიდერების საწინააღმდეგო უნდა იყოს. თუმცა, რადიო თავისუფლებას არ შეუძლია დამოუკიდებლად დაადგინოს ამ რეპორტაჟების თარიღი და ავთენტურობა. საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც ახალგაზრდების და მუშათა კლასის ეკონომიკური პრობლემის გამო დაიწყო, გადაიზარდა მმართველი ელიტის, უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ძალაუფლების და პრივილეგიების წინააღმდეგ დემონსტრაციებში.

XS
SM
MD
LG