Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი აპირებს ახალი კანონით შეებრძოლოს სოციალური ქსელებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებას


ემანუელ მაკრონი
ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მომზადდება კანონპროექტი ინტერნეტით ცრუ ინფორმაციის გავრცელების და დეზინფორმაციის წყაროების წინააღმდეგ. ელისეს სასახლეში აკრედიტებულ ჟურნალისტებთან შეხვედრისას ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში, სოციალური ქსელებით ვრცელდება ათასობით პროპაგანდისტული მასალა და ტყუილი, რომელსაც შეუძლია შელახოს პოლიტიკოსების, თუ სხვა საჯარო პირების რეპუტაცია. „ჩვენ შევცვლით საფრანგეთის კანონმდებლობას, რათა დემოკრატიული ცხოვრება დავიცვათ ცრუ ინფორმაციისგან“ - განაცხადა პრეზიდენტმა მაკრონმა. მისი თქმით, სოციალური ქსელების ხელმძღვანელებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ სარეკლამო ხასიათის მასალების და მათი გამავრცელებლების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის ასამაღლებლად. საფრანგეთი აპირებს 2018 წელს მიიღოს ახალი კანონი, რომლითაც სოციალური ქსელების და ინტერნეტსაიტების ადმინისტრაცია ვალდებული იქნება სასამართლოს გადაწყვეტილებით წაშალოს ცრუ ინფორმაციის შემცველი მასალები და დაბლოკოს მათი გამავრცელებლები. პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა არ გამორიცხა, რომ გარკვეული ზღვარი დაუწესდება სოციალური ქსელებით პოლიტიკური რეკლამის გავრცელების რაოდენობას და გადასახადს.

XS
SM
MD
LG