Accessibility links

აშშ განიხილავს ირანისათვის ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობას


აშშ-ის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლის განცხადებით, ვაშინგტონი განიხილავს ირანისათვის ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობას ანტისამთავრობო გამოსვლების დარბევის გამო. ისლამურ რესპუბლიკაში 28 დეკემბერს დაწყებულ საპროტესტო აქციებზე, სულ ცოტა, 22 ადამიანი შეიწირა დემონსტრანტებსა და უშიშროების ძალებს შორის შეტაკებებმა. საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, მაღალი რანგის ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, რომლის ვინაობასაც საჯაროდ არ ამხელენ, განაცხადა, რომ ვაშინგტონის ადმინისტრაცია განიხილავს "საკითხის ყველა ასპექტს". მისი თქმით, აშშ „ისარგებლებს ინფორმაციის მის ხელთ არსებული ყველა წყაროთი, რათა მოიპოვოს პრაქტიკაში გამოსაყენებელი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ ახორციელებს დარბევას, ვინ არღვევს ადამიანის უფლებას, ვინ მიმართავს ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ“ და ამ ინფორმაციის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება სანქციების თაობაზე. ირანში დემონსტრაციები დაიწყო სიდიდით მეორე ქალაქ მაშჰადში ფასების ზრდის გასაპროტესტებლად და მალე გადაიზარდა პოლიტიკურ პროტესტში, რომელიც ირანის მრავალ ქალაქს მოედო. ამასობაში გაიმართა მთავრობის მხარდამჭერი მრავალათასიანი მიტინგებიც.

XS
SM
MD
LG