Accessibility links

აშშ აკრიტიკებს 10 ქვეყანას, მათ შორის პაკისტანსა და ირანს, რელიგიის თავისუფლების შეზღუდვისათვის


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პაკისტანი, ირანი და შუა აზიის სამი რესპუბლიკა დაასახელა იმ ქვეყნებს შორის, სადაც განსაკუთრებით მკვეთრად იზღუდება რელიგიის თავისუფლება. სახელმწიფო დეპარტამენტი 4 იანვრის განცხადებაში აღნიშნავს, პაკისტანი, ირანი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი მიეკუთვნებიან 10 ქვეყანას, რომლებიც „განსაკუთრებულ შეშფოთებას“ იწვევენ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის, ან შეზღუდვის მიმართ შემწყნარებლობის გამო. ათეულში ასევე შედიან ბირმა, ერითრეა, ჩრდილოეთი კორეა, სუდანი და საუდის არაბეთი. შარშანაც ეს ათეული იყო გამოცხადებული „განსაკუთრებული შეშფოთების“ ობიექტად. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ყოველწლიურად ასახელებს ქვეყნებს, რომელთა მთავრობებიც მონაწილეობენ, ან თვალს ხუჭავენ რელიგიის თავისუფლების სისტემურ და „აღმაშფოთებელ“ შეზღუდვაში.

XS
SM
MD
LG