Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაიკ პენსი აშშ-ს უწოდებს თავისუფლების მსურველი ირანელების „ბუნებრივ მოკავშირეს“


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ირანში ანტისამთავრობო გამოსვლებში მონაწილე ახალგაზრდებს მოუწოდებს, თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის ბრძოლაში „ბუნებრივ მოკავშირედ“ იგულონ შეერთებული შტატები. პენსმა 3 იანვარს „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ „ამერიკელი ხალხი მხარში უდგას თავისუფლების მოყვარე ხალხს ირანსა და მთელს მსოფლიოში“. მანვე „ძალიან დამაიმედებელი მომენტი“ უწოდა საპროტესტო ტალღას. ინტერვიუს დროს, პენსმა რამდენჯერმე შეადარა ირანში დემონსტრაციებზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის რეაქცია - მხარდაჭერა, რომელიც დემონსტრანტებს გამოუცხადეს - დუმილს, რომელსაც თეთრი სახლი დასჯერდა პრეზიდენტ ბარაკ ობამას მმართველობისას, 2009 წელს ირანში ფართომასშტაბიანი დემონსტრაციების დროს. პენსმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მზად არის ირანელი დემონსტრანტების ინტერესების დასაცავად, მაგრამ მას არ დაუკონკრეტებია, რა ზომები იგულისხმება.

XS
SM
MD
LG