Accessibility links

ქაბულში 11 ადამიანი დაიღუპა აფეთქებისას, რომელიც თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო


ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სულ ცოტა, 11 ადამიანი დაიღუპა და 25 დაიჭრა ქაბულში თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. აფეთქება მოხდა, როცა უშიშროების სამსახურის თანამშრომლები სპეცოპერაციას ატარებდნენ. საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროში შიშობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს. აფეთქება ადგილობრივი დროით 20:30-ზე მოხდა და „ფრანს პრესის“ თანახმად, მან უშიშროების სამსახურისაგან შეიტყო, რომ დაღუპულების რიცხვი 20-ს აღწევს. ქაბულის პოლიციის წარმომადგენლის, ბასირ მუჯაჰიდის ინფორმაციით, რაიონში, სადაც აფეთქება მოეწყო, პოლიციელები ატარებდნენ ოპერაციას ნარკოტიკებითა და ალკოჰოლით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“.

XS
SM
MD
LG