Accessibility links

გერმანია და თურქეთი ურთიერთობათა გასაუმჯობესებლად ნაბიჯებს დგამენ


ზიგმარ გაბრიელის და მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვედრა 2017 წლის 8 მარტს, ბერლინში

გერმანიამ და თურქეთმა გადადგეს ნაბიჯები ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. ორი ქვეყნის უმაღლესი რანგის დიპლომატების, ზიგმარ გაბრიელის და მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვედრა გაიმართა გერმანიაში, გოსლარში, მასპინძლის მშობლიურ ქალაქში. მხარეებს არაერთი საკითხი აქვთ მოსაგვარებელი. მათ შორისაა თურქეთში გერმანელი და თურქული წარმოშობის გერმანელი პირების საპატიმროებში ყოფნ. ჟურნალისტი, დენიზ იუჩელი, გაზეთ ველტის კორესპონდენტიმ 11 თვეა საპატიმროშია და თურქეთი მას ბრალად სდებს ტერორიზმთან დაკავშირებულ საქმიანობაში. სულ, საპატომროშია 7 ადამიანი, რომლებსაც გერმანია პოლიტიკურ პატიმრებად თვლის. გაბრიელმა ამ სფეროში გარკვეული წინსვლა აღნიშნა მას მერე, რაც რამდენიმე გერმანელი გაათავისულეს. მინისტრებმა რეკომენდაცია გასწიეს, კვლავ გაიმართოს ორი ქვეყნის ეკონომიკური კომისიის შეხვედრა, რომელიც აღარ მოწყობილა ბოლო ხანს და ასევე, მინისტრებს შორის სტრატეგიული დიალოგი. ყველა საკითხს ვერ მოვაგვარებთ ახლავე, მაგრამ ვაპირებთ, გავაგრძელოთ მსჯელობა ღიად და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თქვა გაბრიელმა და დასძინა, რომ, ორივე ქვეყანა ნატოს წევრია. ჩავუშოღლუმ თქვა, რომ მნიშვნელოვანია გულწრფელი თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის და დასძინა, რომ აზრთა სხვადასხვაობა რჩება თურქეთის სურვილის გარშემო, გაწევრიანდეს ევროკავშირში. ჩავუშოღლუ თვლის, რომ უნდა მოგვარდეს საბაჟო კავშირის შესახებ შეთანხმების განახლების საკითხი, რაც ორივე მხარეს წაადგება, თქვა თურქმა მინისტრმა,

XS
SM
MD
LG