Accessibility links

ირანის ისლამური რევოლუციური გვარდია: „ანტისამთავრობო გამოსვლები დამარცხებულია“


ირანის პარლამენტი

ირანის ისლამური რევოლუციური გვარდია აცხადებს, რომ ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები, რაშიც ის უცხოურ ძალებს ადანაშაულებს, „დამარცხებულია“. 7 იანვრის განცხადებაში გვარდია წერს, რომ ირანის რევოლუციურმა ხალხმა, „ბასიჯის“ ძალების ათეულათასობით რაზმელთან, პოლიციასა და უშიშროების სამინისტროსთან ერთად გაწყვიტა ამბოხების ჯაჭვი, რომელიც აშშ-მა, ბრიტანეთმა, ისრაელმა, საუდის არაბეთმა, შეიარაღებულმა პირებმა და მონარქისტებმა შექმნეს. გვარდიის განცხადება გამოქვეყნდა მას მერე, რაც ირანის პარლამენტმა საგანგებო, დახურულ კარს მიღმა სხდომა გამართა 7 იანვარს, გასული კვირის ანტისამთავრობო გამოსვლების საკითხის განსახილველად. პარლამენტის სესია მოიწვიეს რეფორმისტმა დეპუტატებმა, რომლებმაც შეკითხვებით მიმართეს უშიშროების და დაზვერვის სამსახურების წარმომადგენელ ოფიციალურ პირებს გამოსვლების მიზეზების შესახებ. ამ გამოსვლებში ირანი უცხოეთის ძალებს ადანაშაულებს. პარლამენტის საინტერნეტო გამოცემა „იქანა“ იტყობინება, რომ ზოგიერთმა დეპუტატმა შეშფოთება გამოხატა გამოსვლების პერიოდში ინტერნეტზე დაწესებული კონტროლის, მათ შორის ირანში ყველაზე პოპულარული ტექსტური აპლიკაციის, ტელეგრამის აკრძალვის თაობაზე. ტელეგრამის თაობაზე ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ მისი გზით ვრცელდებოდა ძალადობისკენ წაქეზება. აშშ-მა და ისრაელმა მხარდაჭერა გამოუცხადეს საპროტესტო აქციების მონაწილეებს, მაგრამ უარყვეს ბრალდება, რომ აქეზებდნენ მათ. რადიო თავისუფლებამ მოიპოვა სანდო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საპროტესტო გამოსვლები გრძელდებოდა სულ მცირე, ცხრა ქალაქში, თეირანის ჩათვლით, 6 იანვარსაც.

XS
SM
MD
LG