Accessibility links

რუსეთის პრეზიდენტმა შობის დღე მიულოცა მართლმადიდებელ ქრისტიანებს


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ქრისტეშობა მიულოცა მართლმადიდებელ ქრისტიანებს. კრემლის პრესამსახურის თანახმად, პუტინის განცხადებაში წაიკითხავთ, რომ ქრისტეშობა მილიონობით მორწმუნეს სიხარულს ანიჭებს და იმედს აძლევს. პუტინის თქმით, ეს დღე მართლმადიდებლებს ქრისტიანული ფასეულობების გარშემო აერთიანებს. რუსეთის პრეზიდენტი თვლის, რომ მართლმადიდებელმა ეკლესიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საზოგადოების მორალური იდეალების გაძლიერებაში, მომავალი თაობების განათლებასა და სოციალური პრობლემების მოგვარებაში. პუტინი ღვთისმსახურებას მშობლიური სანქტ პეტერბურგის ერთ-ერთ ეკლესიაში დაესწრო.

XS
SM
MD
LG