Accessibility links

სირიის არმიამ ქალაქი სინჯარი აიღო


სირიის ქალაქი არბინი 2 იანვრის საავიაციო თავდასხმის შემდეგ

სირიის მთავრობის არმიამ დაიკავა პროვინცია იდლიბში მდებარე, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი სინჯარი. ამის თაობაზე სირიის, ადამიანის უფლებათა სამეთვალყურეო ცენტრმა 7 იანვარს გაავრცელა ცნობა, რომელიც დაადასტურეს აგრეთვე ეროვნული შეიარაღებული ძალების, მთავრობის მოხრე გასამხედროებულმა რაზმებმა. სინჯარის აღებით ბაშარ ასადის არმიამ გზა გაიხსნა სამხედრო აეროპორტისა და სახმელეთო სატრანსპორტო კვანძისკენ. 6 და 7 იანვარს ჰუტის არეალში, რომელიც მეამბოხეთა ხელშია, დაბომბვის შედეგად 18 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორს ბავშვები, დაიხოცნენ. არეალი დეესკალაციის ზონაშია. უფლებადამცველები დაბომბვაში სირიის და რუსეთის ავიაციას ადანაშაულებენ.

XS
SM
MD
LG