Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკული პრესის ინფორმაციით, სპეციალური პროკურორი გეგმავს პრეზიდენტის დაკითხვას


რობერტ მიულერი
რობერტ მიულერი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაკითხვას აპირებს სპეციალური პროკურორი, რობერტ მიულერი, რომელიც იძიებს 2016 წლის საპრეზიდეტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას - ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი.“ მისივე ცნობით, რობერტ მიულერმა თავისი განზრახვა უკვე აცნობა დონალდ ტრამპის ადვოკატებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის იურისტმა, ტაი კობმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი კომენტარებს არ აკეთებს სპეციალურ პროკურორთან კონტაქტების შესახებ, თუმცა, განაგრძობს გამოძიებასთან თანამშრომლობას. კომენტარზე უარი თქვა სპეციალური პროკურორის წარმომადგენელმა, პიტერ კარმაც.

XS
SM
MD
LG