Accessibility links

თურქეთი შიშობს, რომ სირიაში ასადის ჯარების იერიშმა ლტოლვილთა ახალი ტალღა შეიძლება წარმოშოს


თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი

სირიის პროვინცია იდლიბში სირიის არმიის იერიშმა შესაძლოა ლტოლვილთა ახალი ტალღა წარმოშვას, განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა. მან რუსეთსა და ირანს მოუწოდა, გავლენა იქონიონ დამასკზე, რათა იერიში შეჩერდეს. უკანასკნელი კვირების განმავლობაში სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარებმა შეიარაღებული ოპოზიციის რაზმები განდევნეს იდლიბის ათობით ქალაქიდან. იდლიბი სირიის უკანასკნელი პროვინციაა, რომლის დიდ ნაწილს მეამბოხეები აკონტროლებენ.

XS
SM
MD
LG