Accessibility links

ხაშურში დაჭრეს ორი არასრულწოვანი


ხაშურში, მოზარდებს შორის მომხდარი ჩხუბისას ცივი იარაღით დაჭრეს ორი არასრულწლოვანი. სააგენტო ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ორივე მათგანი მე-12 კლასელია. არასრულწოვნები ხაშურის საავამდყოფოში მოათავსეს. სააგენტოს ცნობითვე, ინციდენტი წუხელ მოხდა ხაშურის ცენტრში, მშენებარე კლუბთან მდებარე სასადილოში, სადაც ახალგაზრდებს შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცავებმა გამოძიება დაიწყეს განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ინციდენტში მონაწილე პირების დადგენისა და დაკავების მიზნით.

XS
SM
MD
LG