Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათზე მეტი მოზარდი დაჭრეს პერმის სკოლაში მომხდარი დაპირისპირებისას


პერმის 127-ე სკოლა. 2018 წლის 15 იანვარი
პერმის 127-ე სკოლა. 2018 წლის 15 იანვარი

14 მოსწავლე და ერთი პედაგოგი დაიჭრა რუსეთის ქალაქ პერმის 127-ე სკოლაში მომხდარი კონფლიქტისას. რეგიონის გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით, პედაგოგის და ორი უფროსკლასელის მდგომარეობა მძიმეა. თავდაპირველად საინფორმაციო სააგენტოებით გავრცელდა ცნობა, რომ სკოლას თავს დაესხა დანებით შეიარაღებული ორი ნიღბიანი პირი. მოგვიანებით, რეგიონულმა საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, კონფლიქტი დაიწყო დანებით შეიარაღებულ ორ მოზარდს შორის, რომელთა გაშველებას ცდილობდნენ სხვა მოსწავლეები და პედაგოგები. გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. პერმის ხელისუფალთა განკარგულებით, ყველა სკოლაში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

XS
SM
MD
LG