Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინისა და საქართველოს პროკურატურების ხელმძღვანელებმა იმსჯელეს ექსტრადიციის საკითხებზე


იური ლუცენკო
იური ლუცენკო

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე, გიორგი გოგაძე კიევში შეხვდა უკრაინის გენერალურ პროკურორს, იური ლუცენკოს. ინფორმაცია 12 იანვარს გამართული შეხვედრის შესახებ, 15 იანვარს გამოქვეყნდა უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფიციალურ ვებსაიტზე. ამ ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის ყველაზე უფრო აქტუალური საკითხები. კერძოდ, სისხლისსამართლის წარმოებასა და ექსტრადიციაში საერთაშორისო-სამართლებრივი დახმარების საკითხები. უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობითვე, შეხვედრის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ამ სფეროში ურთიერთქმედების არსებული ფორმატი და შემდგომი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს. ინტერნეტგამოცემის, „უკრაინსკა პრავდა“-ს შეკითხვას, დაისვა თუ არა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხი, უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა, ლარისა სარგანმა უპასუხა, ვერ იტყვის იმაზე მეტს, რაც პროკურატურის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში წერია.

XS
SM
MD
LG