Accessibility links

ფრიდომ ჰაუსი: დემოკრატია კრიზისშია


საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, „ფრიდომ ჰაუსმა“ გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში თავისუფლების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, 2017 წელს დემოკრატია აღმოჩნდა ყველაზე სერიოზულ კრიზისში ბოლო ათწლეულის განმავლობაში. „ფრიდომ ჰაუსი“ აღნიშნავს, რომ მთელ მსოფლიოში შეტევა განხორციელდა დემოკრატიის ისეთ ძირითად პრინციპებზე, როგორიცაა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, უმცირესობების უფლებები, პრესის თავისუფლება და კანონის უზენაესობა. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო 12 წელია ვითარება უარესდება პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლების მხრივ. „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის, თანახმად, რომელიც მსოფლიოს 195 სახელმწიფოს მოიცავს, მდგომარეობა გაუარესებულია 71 ქვეყანაში და გაუმჯობესებაა მხოლოდ 35-ში. ორგანიზაციის შეფასებით, 195 ქვეყნიდან თავისუფალია 88, ნაწილობრივ თავისუფალი 58 და არათავისუფალი 49. „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის მიხედვით, საქართველო რჩება ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის და საუკეთესო 100 ქულიდან აქვს 64.

XS
SM
MD
LG