Accessibility links

ნატოს სამხედრო კომიტეტი საქართველოზეც იმსჯელებს


გენერალი პეტრ პაველი საქართველოს 2017 წლის მარტში სტუმრობდა

ბრიუსელში გაიხსნა ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა, კომიტეტის თავმჯდომარის, გენერალ პეტრ პაველის ხელმძღვანელობით. ორდღიანი სხდომის დღის წესრიგშია უსაფრთხოების გამოწვევები ნატოს სამხრეთ ფლანგზე და ალიანსის წვლილი ვითარების სტაბილიზაციაში, საერთაშორისო კოალიციის მოქმედება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, სიტუაცია ავღანეთში და ნატოს როლი ერაყში. სხდომის გახსნისას ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა პეტრ პაველმა განაცხადა, რომ 17 იანვარს შეხვდებიან პარტნიორებს საქართველოდან და უკრაინიდან და მიიღებენ ინფორმაციას რეგიონული უსაფრთხოების მდგომარეობაზე. განიხილება ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის“ განხორციელების და უკრაინის შეიარაღებული ძალების განვითარების საკითხებიც.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG