Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში მოხდა შეტაკება დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის

კიევში, უკრაინის პარლამენტთან, მოხდა შეტაკება დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის, როცა დეპუტატები განიხილავდნენ კანონპროექტს სეპარატისტთა კონტროლქვეშ მყოფი რეგიონების „რეინტეგრაციის“ შესახებ. შეტაკება დაიწყო მას შემდეგ, რაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს საბურავებს და დაწვეს რუსეთის დროშა. ცნობების თანახმად, სამართალდამცველებმა და მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს და ნახევრად დამწვარი საბურავები ისროლეს კარვებისაკენ, რომლებიც პარლამენტთან ჯერ კიდევ შარშან გამართეს საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებმა. კიევის პოლიციის ცნობით, სეპარატისტული რეგიონების რეინტეგრაციის საკითხზე კანონპროექტის განხილვის დაწყებამდე, პარლამენტისა და მთავრობის შენობებთან განთავსებულ იქნა 3800-ზე მეტი პოლიციელი. დემონსტრანტები მოითხოვენ, სწრაფად იქნეს დამტკიცებული კანონპროექტი, რომელშიც რუსეთი აგრესორად არის მოხსენიებული. (რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური)

XS
SM
MD
LG