Accessibility links

50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ყაზახეთში მომხდარ უბედურ შემთხვევას


52 ადამიანი დაიღუპა ყაზახეთის აქტობის ოლქში სამგზავრო ავტობუსის დაწვის შედეგად. საგანგებო სიტუაციათა რეგიონული სამმართველოს ინფორმაციით, დაღუპულები უზბეკეთის მოქალაქეები იყვნენ. სამმართველოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა რუსლან იმანკულოვმა სააგენტო ინტერფაქსს აცნობა, რომ ავტობუსში იმყოფებოდა 55 მგზავრი და ორი მძღოლი, მათგან ხუთმა შეძლო ცეცხლმოკიდებული ავტობუსიდან გაღწევა, დანარჩენები კი ადგილზე დაიღუპნენ. „იკარუსის“ მარკის სამგზავრო ავტობუსში ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. უბედური შემთხვევა 18 იანვარს, დილით მოხდა საავტომობილო მაგისტრალზე, რომელიც ყაზახეთის ქალაქ შიმქენტს აკავშირებს რუსეთის ქალაქ სამარასთან. წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსში მყოფთა უმრავლესობა შრომითი მიგრანტი იყო და რუსეთში მიემგზავრებოდა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG