Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი დონბასის რეგიონის რეინტეგრაციის შესახებ


კიევი, უკრაინის პარლამენტი
კიევი, უკრაინის პარლამენტი

უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიაზე. კანონპროექტს, რომელიც აზრთა სხვაობას და საპროტესტო აქციებს იწვევს, 18 იანვარს მხარი დაუჭირა 280-მა პარლამენტარმა სულ 450-ადგილიან ვერხოვნა რადაში. პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ემხრობა კანონპროექტს, რის გამოც მოსალოდნელია, რომ მას ხელს მოაწერს. ის ტვიტერში გამოეხმაურა პარლამენტში გამართულ კენჭისყრას - დაწერა, რომ გრძელდება მუშაობა პოლიტიკური და დიპლომატიური ზომებით უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მისაღწევად. კანონპროექტში რუსეთი მოხსენიებულია „აგრესორად“, ხოლო დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, რომლებსაც სეპარატისტები აკონტროლებენ, „დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებად“. რეგიონში კიევის მოქმედება განსაზღვრულია, როგორც „რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შეკავება“ გაეროს ქარტიის 51-ე მუხლის საფუძველზე. ეს მუხლი ეხება სახელმწიფოს თავდაცვის უფლებას. აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის აპრილიდან გრძელდება შეიარაღებული კონფლიქტი, რომელმაც 10 300-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.

XS
SM
MD
LG