Accessibility links

HRW: საქართველოს არ გააჩნია დამოუკიდებელი, ეფექტიანი მექანიზმი სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად


საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human rights watch-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოს არ გააჩნია დამოუკიდებელი, ეფექტიანი მექანიზმი სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იწყება გამოძიება, Human rights watch-ის შეფასებით, ის მიმდინარეობს იმგვარი მუხლებით, რომლებიც მსუბუქ, შეუსაბამო სანქციებს ითვალისწინებს, მაგალითად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და იშვიათად დგება გამამტყუნებელი განაჩენები. „შესაბამისი ორგანოები მომჩივნებს ხშირად არ ანიჭებენ მსხვერპლის სტატუსს, რაც მათ შესაძლებლობას ართმევს, შეისწავლონ გამოძიების მასალები. საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ 2016 წლის ნოემბრიდან ანგარიშის მომზადების მომენტამდე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 25 საჩივარი მიიღო წამებისა და არასათანადო მოპყრობის თაობაზე, რომელთაგან 20 საჩივარი - პოლიციის მიერ, ხოლო ხუთი საჩივარი ციხის პერსონალის მიერ წამებასა და არასათანადო მოპყრობას ეხებოდა. 2014 წლიდან ანგარიშის მომზადების მომენტამდე კი პროკურატურამ, სახალხო დამცველის მოთხოვნის საფუძველზე გამოძიება დაიწყო სავარაუდო წამებისა და არასათანადო მოპყრობის 63 ფაქტზე, თუმცა ამ გამოძიებებს შედეგად არც ერთი სისხლისსამართლებლივი პასუხისმგებლობა არ მოჰყოლია“, - ნათქვამია ანგარიშში ადამიანის უფლებების შესახებ, რომელიც 18 იანვარს გამოქვეყნდა. 643 გვერდიან ანგარიშში ადამიანის უფლებების მხრივ 90 ქვეყანაში არსებული ვითარებაა განხილული.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG