Accessibility links

პროფკავშირების ინფორმაციით, აფეთქება მოხდა იმერეთში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე


სამი მუშა დაშავდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე მომხდარი აფეთქების შედეგად - ამის შესახებ სააგენტო ინტერპრენიუსს აცნობეს „რკინიგზელთა ახალი პროფკავშირიდან.“ გვირაბის მშენებელი მუშების ნაწილი გასულ კვირაში გაიფიცა. ისინი მოითხოვდნენ უსაფრთხოების ნორმების დაცვას და შვებულების პერიოდში ხელფასის ანაზღაურებას. სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბს აშენებს კომპანია “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო.”

XS
SM
MD
LG