Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ ლიკვიდირებულად გამოაცხადა ალექსეი ნავალნისთან კავშირის მქონე ფონდი


ალექსეი ნავალნი
ალექსეი ნავალნი

მოსკოვის მეშჩანის რაიონის სასამართლომ დააკმაყოფილა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს სარჩელი ფონდის, „წლის მეხუთე დროს“ ლიკვიდაციის შესახებ. ეს ფონდი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის შტაბების მუშაობას უზრუნველყოფს. რუსეთის იუსტიციის სამინისტრო ირწმუნება, რომ ფონდის დოკუმენტების შემოწმებისას აღმოჩენილია წესდების დარღვევა, კერძოდ, რუსეთის სხვადასხვა ქალაქში შტაბებისთვის ოფისების დაქირავების დაფინანსება მაშინ, როცა წესდებით, ფონდის მიზანია მედიის მხარდაჭერა. რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებითვე, ფონდმა დაარღვია პერსონალურ მონაცემთა დაცვის წესებიც. თავის მხრივ, ფონდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ იუსტიციის სამინისტროს არ წარმოუდგენია უხეში დარღვევის დამადასტურებელი ფაქტები, რაც შესაძლოა, გამხდარიყო ორგანიზაციის ლიკვიდაციის საფუძველი. ალექსეი ნავალნის მომხრეები მიიჩნევენ, რომ მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რათა ხელი შეუშალონ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შტაბების საქმიანობას. ფონდის ადვოკატებს შეუძლიათ სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება 30 დღის ვადაში გაასაჩივრონ.

XS
SM
MD
LG