Accessibility links

ავღანეთში თავს დაესხნენ საერთაშორისო ორგანიზაციის ოფისს


თავდასხმის ადგილი ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში. 2018 წლის 24 იანვარი

სულ მცირე 11 ადამიანი დაიჭრა ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, „გადავარჩინოთ ბავშვები“-ს ოფისზე თავდასხმის შედეგად. ნანგაჰარის პროვინციის ხელისუფალთა ინფორმაციით, თვითმკვლელმა შენობის შესასვლელთან თავი აიფეთქა, რის შემდეგაც შენობაში შეიჭრნენ შეიარაღებული პირები და სროლა დაიწყეს. ქალაქი ჯალალაბადი ნანგაჰარის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია. ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე მდებარე ამ პროვინციაში მოქმედებენ ექსტრემისტული დაჯგუფებები, „ისლამური სახელმწიფო“ და „თალიბანი.“

XS
SM
MD
LG