Accessibility links

პრეზიდენტი ტრამპი მზად არის უპასუხოს სპეციალური პროკურორის შეკითხვებს


დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის შეხვდეს სპეციალურ პროკურორს, რობერტ მიულერს და პასუხი გასცეს შეკითხვებს მისი საარჩევნო შტაბის და რუსეთის წარმომადგენლების შესაძლო კავშირების შესახებ. 24 იანვარს, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ჩვენება ფიცის დადებითაც მისცეს, თუმცა, მანამდე კონსულტაცია ექნება თავის ადვოკატებთან. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მას რუსეთთან არანაირი შეთქმულება არ ჰქონია და არც გამოძიებისთვის ხელისშეშლა უცდია. 2017 წელს აშშ-ის სპეცსამსახურებმა დაასკვნეს, რომ რუსეთი ცდილობდა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას დონალდ ტრამპის სასარგებლოდ. საარჩევნო პროცესში რუსეთის შესაძლო ჩარევას, რასაც მოსკოვი უარყოფს, სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის გარდა იძიებს აშშ-ის რამდენიმე კომიტეტი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG