Accessibility links

რუსეთში გაფრთხილება მიიღო კინოთეატრმა, სადაც აკრძალვის მიუხედავად აჩვენეს „სტალინის სიკვდილი“


რუსეთის კულტურის სამინისტრომ გააფრთხილა კინოთეატრები, რომ კანონით გათვალისწინებული სანქციები დაუწესდებათ, თუ გააგრძელებენ აკრძალული ბრიტანული კომედიის, „სტალინის სიკვდილის“ ჩვენებას. სამინისტროს განცხადება გავრცელდა 25 იანვარს - მას შემდეგ, რაც მოსკოვში კინოთეატრმა „პიონერმა“ უგულებელჰყო აკრძალვა და გადავსებულ დარბაზში აჩვენა „სტალინის სიკვდილი“. ლიცენზიის გარეშე ფილმის ჩვენებას შესაძლოა მოჰყვეს დაჯარიმება 100 ათასამდე რუბლით (1800 ამერიკული დოლარი), ხოლო მეორედ ჩვენებას - კინოთეატრის დახურვა. კულტურის სამინისტრომ 23 იანვარს გამოაცხადა, რომ აუქმებს ლიცენზიას, რომელიც შესაძლებელს გახდიდა რუსეთის კინოეკრანებზე შოტლანდიელი რეჟისორის, არმანდო იანუჩის ფილმის ჩვენებას. "სტალინის სიკვდილის" მსოფლიო პრემიერა 2017 წლის ოქტომბერში, ბრიტანეთში გაიმართა. სატირული კომედიის თემაა კრემლში ძალაუფლებისათვის ბრძოლა 1953 წელს სტალინის სიკვდილის შემდეგ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG