Accessibility links

სამხრეთ კორეაში ხანძრის შედეგად დაიღუპა 40-ზე მეტი ადამიანი


სამხრეთ კორეის ქალაქ მირიანგის საავადმყოფოში ხანძრის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 41 და დაშავდა ასევე ათობით ადამიანი. ოფიციალური პირების ცნობით, ვარაუდობენ, რომ ცეცხლი გაჩნდა ხუთსართულიანი შენობის სასწრაფო დახმარების განყოფილებაში. მირიანგი მდებარეობს დედაქალაქ სეულის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 270-მდე კილომეტრში. შიშობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზრდება. პოლიციის თანახმად, ხანძრის დროს შენობაში 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG