Accessibility links

დავოსში სიტყვით გამოსვლისას, დონალდ ტრამპმა ისაუბრა აშშ-ის „აღმავლობაზე“


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შეკრებილ ლიდერებს გამოუცხადა, რომ მისი ქვეყანა „აღმავლობას“ განიცდის და „ბიზნესისთვის ღიაა“. ტრამპმა დავოსში 26 იანვარს საპროგრამო სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა ასევე, რომ ამერიკა „კვლავ კონკურენტუნარიანია“. მან ბიზნესლიდერებს მოუწოდა აშშ-ში ინვესტირებისაკენ: „აშშ-ში არასოდეს ყოფილა უკეთესი დრო დასასაქმებლად, სამშენებლოდ, საინვესტიციოდ და ზრდის მისაღწევად“, განაცხადა მან. საერთაშორისო პოლიტიკაზე საუბრისას, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი კვლავაც მოუწოდებს პარტნიორებს, არ დაუშვან ირანის მიერ ბირთვული პროგრამის შექმნა. მან მიანიშნა აგრეთვე რუსეთის, როგორც ნავთობისა და გაზის ექსპორტიორის, გავლენაზე და განაცხადა, რომ არ უნდა იყო დამოკიდებული მარტო ერთი ქვეყნიდან ენერგომომარაგებაზე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG