Accessibility links

აშშ-მა რუსეთი გააკრიტიკა ოპოზიციონერთა დაპატიმრების გამო


"ამომრჩეველთა გაფიცვა" მოსკოვში. 2018 წლის 28 იანვარი

აშშ-ის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება განაგრძობს კრემლის კრიტიკოსების დაპატიმრებას. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ჰიზერ ნოიერტის თქმით, პოლიტიკური მოტივით ხალხის დაკავება არადემოკრატიულია და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა სფეროში რუსეთის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. 28 იანვარს, რუსეთის სხვადასხვა ქალაქში 350-ზე მეტი ადამიანი დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მიერ ორგანიზებულ, „ამომრჩეველთა გაფიცვის“ აქციაზე. დაკავებულებს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობის და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებებით. საპროტესტო აქციის პარალელურად პოლიციელებმა ნავალნის მიერ დაფუძნებული „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ ოფისში დააკავეს ახალი ამბების წამყვანები, დმიტრი ნიზოვცევი და ელენა მალახოვსკაია. ნიზოვცევს 10 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს, მალახოვსკაია კი ათასი რუბლით დააჯარიმეს. მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს ალექსეი ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიში და ინტერნეტარხის, „ნავალნი ლაივის“ წამყვანი რუსლან შავედინოვი. სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო საჯარო ღონისძიების კანონდარღვევით ორგანიზებაში და 5 და 8 დღით პატიმრობა შეუფარდა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG