Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდა, გაუფრთხილდნენ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას


მიხეილ ჯანელიძე
მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციას ამ ეტაპზე არანაირი საფრთხე არ ემუქრება. „მაგრამ მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, რომ გაუფრთხილდნენ იმ დიდ შესაძლებლობას, რომელიც ვიზალიბერალიზაციით მოგვენიჭა და ამით უკვე ისარგებლა ძალიან ბევრმა მოქალაქემ“ - განუცხადა 2 თებერვალს, ჟურნალისტებს მიხეილ ჯანელიძემ. მან საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ უვიზო რეჟიმი ვრცელდება 90 დღეზე და ეს პირობა ყველამ უნდა დაიცვას, რათა უვიზო მიმოსვლა შეუფერხებლად გაგრძელდეს და არ წარმოიშვას შეკითხვები საქართველოს მიმართ. „ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ ეს პირობები გადაიხედოს“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, 35%-ით გაიზარდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა.

XS
SM
MD
LG