Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრანსგენდერ ქალზე თავდამსხმელს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა


მირანდა ფაღავა
მირანდა ფაღავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა ტრანსგენდერი ქალის მიმართ გენდერული იდენტობის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ძალადობაში ბრალდებულ პირს. მისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. ტრანსგენდერ ქალს, მირანდა ფაღავას თავს 28 იანვარს დაესხნენ თბილისში, ვაკის პარკის მახლობლად და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 31 იანვარს, საქართველოს შსს-მ განაცხადა, რომ დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულია 1986 წელს დაბადებული პირი. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. თავად მირანდა ფაღავა ითხოვს, რომ მის წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის ფაქტის გამოძიება წარიმართოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას.

XS
SM
MD
LG