Accessibility links

პროკურატურა ამ ეტაპზე უარს ამბობს მაჩალიკაშვილების ოჯახის დაზარალებულად ცნობაზე


მაჩალიკაშვილების ოჯახი მთავარ პროკურატურაში. 2018 წლის 2 თებერვალი

საქართველოს მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე თბილისში შეხვდა პანკისის ხეობაში, 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი, 10 იანვარს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს და მათ ადვოკატს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ ამ ეტაპზე პროკურატურისგან უარი მიიღეს მთავარ მოთხოვნაზე, საქმის მასალების გადაცემასა და დაზარალებულად ცნობაზე. "მათი განმარტებით, ვიდრე არ იქნება ექსპერტიზის დასკვნები, დაზარალებულად ცნობა შეუძლებელია. მე იურისტი ვარ და ვიცი, რომ გარკვეულ საგამოძიებო მოქმედებებთან მიმართებაში არსებობს თმენის ვალდებულება, თუმცა ამის გაგება ოჯახის წევრებისთვის რთულია“ - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა. რაც შეეხება საქმის მასალებს, ადვოკატის თქმით, პროკურატურის განმარტებაა, რომ კანონმდებლობიდან გამომდინარე შეუძლებელია წვდომა საიდუმლო მასალებზე, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმეში ინახება.

XS
SM
MD
LG