Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ევროპული საქართველო" ხელისუფლებას ადანაშაულებს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საზიანო ქმედებებში


გიგა ბოკერია
გიგა ბოკერია

პარტია, „ევროპული საქართველო” პარლამენტში განმარტებებისთვის იბარებს საგარეო საქმეთა მინისტრს, ვიცე-პრემიერს, მიხეილ ჯანელიძეს. ოპოზიციურმა პარტიამ პროტესტი მას შემდეგ გამოხატა, რაც 2 თებერვალს, ჟურნალისტების შეკითხვას, აპირებს თუ არა საქართველო ისარგებლოს უკრაინის შეთავაზებით რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებთან შეერთების თაობაზე, მიხეილ ჯანელიძემ მოკლედ უპასუხა, რომ „ეს შეთავაზება არ არის.“ პარტია „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, როცა მეგობარი უკრაინის პრეზიდენტი საჯაროდ გვთავაზობს მხარდაჭერას და თანამშრომლობას, რომ საქართველოს პრობლემა იქცეს საერთაშორისო სანქციების ნაწილად, შანსის გამოყენების ნაცვლად ვისმენთ ერთი შეხედვით, უშინაარსო და უაზრო კომენტარს, მაგრამ რეალურად საზიანო და უპასუხისმგებლო განცხადებას. გიგა ბოკერიას შეფასებით, ხელისუფლება განაგრძობს საქართველოს უსაფრთხოების წინააღმდეგ მოქმედებას. გიგა ბოკერიას თქმით, „ევროპულ საქართველოს“ აინტერესებს პრემიერ-მინისტრის კომენტარიც, თუ როგორ აფასებს თავისი მინისტრის პოზიციას და როგორია საქართველოს მთავრობის პოზიცია. იანვრის ბოლოს, კიევში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის და უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს შეხვედრის შემდეგ, მისმა ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოროშენკომ საქართველოს შესთავაზა ჩაერთოს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მექანიზმში.

XS
SM
MD
LG