Accessibility links

ირანში დააპატიმრეს 29 ქალი სავალდებულო ჩაცმულობის გაპროტესტების გამო


ირანის პოლიციის განცხადებით, მან დააკავა 29 ქალი, რომელმაც თავსაფარი მოიხადა ჰიჯაბით სავალდებულო შემოსვის გასაპროტესტებლად. ისლამური ტრადიციით, ჰიჯაბი თმასა და სხეულს ფარავს და ირანში ქალებს არა აქვთ უფლება, საჯაროდ ასეთი სამოსის გარეშე იარონ. საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმის“ 1 თებერვლის ცნობით, პოლიციამ გამოაცხადა, რომ ქალებს თავსაფრის მოხდისაკენ უბიძგა პროპაგანდისტულმა კამპანიამ, რომელიც უცხოეთში მცხოვრები ირანელები ეწევიან. ქალის სამოსი ირანში მკაცრად კონტროლდება 1979 წლის რევოლუციის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც ისლამური სამოსი სავალდებულოდ გამოცხადდა. პოლიციელები რეგულარულად აწყობენ რეიდებს წესების დამრღვევთა დასაკავებლად.

XS
SM
MD
LG